მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ კონდენსატთან ერთად 4,8 მლნ ტონა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ - 3,9 მლნ ტონა შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8,2 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა წარმოებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 240 მლნ კუბური მეტრით მეტია.
მისი თქმით, აქედან 50%, ანუ 4,1 მლრდ კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გავიდა. „ამ წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა ევროპაში 2,1 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაიტანა, თურქეთში - 1,4 მლრდ კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში - 0,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი“, - დააზუსტა შაჰბაზოვმა.
მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდში ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ით თურქეთში 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა გადატანილი.Enter