აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შემდეგაც გემი მთლიანად ჩაინგრა. დაღუპულია 2 ადამიანი, 4-ს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ინციდენტის ადგილზე მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გემის შეჯახების მომენტში ხიდზე 8 მუშა იმყოფებოდა.

მაშველებმა 2 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო 4 პირს ამ დრომდე ეძებენ.