155 დაღუპული და 10 000-ზე მეტი დაშავებული. ტანზანია (აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყანა) ძლიერ სტიქიას ებრძვის. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, 30 ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დახურულია საავადმყოფოები, სავაჭრო ობიექტები და სკოლები. უმსხვილეს ქალაქთან, დარ-ეს-სალამთან მისასვლელი ყველა გზა მეწყრული პროცესების გამო განადგურდა.

მოშლილია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ხიდები, ვერ ფუნქციონირებს ქალაქთაშორისი და მუნიციპალური ტრანსპორტი, განადგურებულია სარკინიგზო მაგისტრალები.

სტიქიის გამო, მთავრობამ 50 000 ოჯახის ევაკუაციის ბრძანება გასცა, თუმცა მასშტაბური წყალდიდობის გამო მოსახლეობა დამოუკიდებლად ტერიტორიას ვერ ტოვებს.

ჭარბი ნალექის გამო დატბორილია სახნავ სათესები, ასევე განადგურებულია საფერმერო მეურნეობები.

ტანზანიის გარდა, სტიქიას სამხრეთ აფრიკის ხუთ ქვეყანაში: მოზამბიკში, კენიასა და ბურუნდუკში ებრძვიან.

ბუნებრივ კატასტროფას ელ-ნინიოს უკავშირებენ, რომელიც ანომალიური კლიმატური მოვლენაა. თბილი დინება წყნარ ოკეანეში პერიოდულად ჩნდება და ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. სტიქია ხმელეთზე ძლიერი გვალვით და კოკისპირული წვიმის სახით მოდის.