მეცნიერებმა ჩეხეთის ქალაქ ოლომოუციდან და მათმა კოლეგებმა შექმნეს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული სისტემა, რომელსაც შეუძლია სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ზრდის, მათი დაავადებებისა და მომავალი მოსავლიანობის პროგნოზირება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

სისტემა აანალიზებს მცენარეების ფოტოებს, რომლებიც ჩვეულებრივი კამერით არის გადაღებული და აფიქსირებს მათ მდგომარეობაში არსებულ მცირე ცვლილებებსაც კი. მთავარი უპირატესობა ადრეული დიაგნოსტიკაა: ხელოვნური ინტელექტი დაავადების ნიშნებს ადამიანზე ადრე ამჩნევს. ეს ფერმერებს დროული ზომების მიღებაში დაეხმარება.

ტექნოლოგია ამჟამად სხვადასხვა პირობებში გამოცდის პროცესშია, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს წლებში ის სელექციონერებს უფრო მდგრადი ჯიშების შემუშავებაში დაეხმარება, ფერმერებს კი დროისა და რესურსების დაზოგვაში.