აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინურ საქონელზე 80%-იანი ტარიფები სამართლიანად გამოიყურება. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩინეთმა თავისი ბაზარი აშშ-ისთვის უნდა გახსნას, ეს მათთვის ძალიან კარგი იქნებოდა. დახურული ბაზრები აღარ მუშაობს“, – დაწერა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში გაჩნდა სიგნალები, რომ მხარეები მზად არიან ორმხრივი დათმობებისთვის.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ჩინეთის მიერ დაწესებულმა 100%-ზე მეტმა ორმხრივმა ტარიფებმა, ფაქტობრივად, გაყინა ვაჭრობა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი შვეიცარიაში ჩინეთის ეკონომიკის მინისტრს, ჰე ლიფენგს შეხვდებიან. ეს შეხვედრა, შესაძლოა, სავაჭრო დავის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს.