ევროკავშირის დელეგაციამ მოსკოვში და გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა მიიღეს მიწვევები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე, მაგრამ შეთანხმებული პასუხის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორდელის პრესმდივანმა პიტერ სტანომ.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა პასუხი გვექნება. ჩვენ, როგორც ყოველთვის, გვინდა ევროკავშირის შეძლებისდაგვარად კოორდინირებული მიდგომა საგარეო პოლიტიკის კუთხით. ჩვენ განვიხილავთ წევრ ქვეყნებთან, როგორი იქნება ჩვენი პასუხი, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შესაბამის ელემენტი ჯერ არ არის მიღებული“, - განაცხადა სტანომ ორშაბათს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ღონისძიებაში მონაწილეობის წინააღმდეგია.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში 7 მაისს გაიმართება.