ბრიტანეთი და რუანდა მიგრანტების გაგზავნაზე შეთანხმდნენ, თუმცა აფრიკის ქვეყანაში ჯერ არც ერთი მიგრანტი არაა დეპორტირებული. ბრიტანეთი სხვა სახელმწიფოებს ეძებს, რომლებთანაც იგივე შეთანხმებას დადებს. ამ ქვეყნებს შორისაა სომხეთიც.

ბრიტანეთმა დაიწყო მოლაპარაკებები სომხეთთან, კოტ დ'ივუართან, კოსტა რიკასა და ბოტსვანასთან არალეგალური მიგრანტების გაგზავნის შესახებ, რუანდასთან დადებული, შეთანხმების დასადებად. ამის შესახებ The Times, ბრიტანეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით  წერს.

გაერთიანებული სამეფო განიხილავდა კიდევ ათამდე სხვა ქვეყანას განიხილავდა, რომლებთანაც მას შეეძლო მსგავსი მოლაპარაკებების წარმოება. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე მიმართა ეკვადორს, პარაგვაის, პერუს, ბრაზილიასა და კოლუმბიას, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ისინი ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ამ ტიპის გარიგებით. აფრიკის რამდენიმე ქვეყანა - კაბო-ვერდე, სენეგალი, ტანზანია, ტოგო, ანგოლა და სიერა ლეონე - სარეზერვო სიაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დაუკავშირდებიან სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევენ. მატერიკზე მყოფმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მაროკო, ტუნისი, ნამიბია და გამბია, ცალსახად უარი თქვეს მონაწილეობაზე მიეღოთ ამ შეთანხმების განხილვაში.

The Telegraph წერს, რომ რუანდა მზად არის მიიღოს 30 000 თავშესაფრის მაძიებელი დეპორტირებული პირველი 5 წლის განმავლობაში (BBC იტყობინება, რომ 2023 წელს დაახლოებით 30 000-მა არალეგალურმა ემიგრანტმა  გადაკვეთა ლა-მანში ნავით ბრიტანეთში მოსახვედრად) ამის პოტენციური ღირებულება ბრიტანეთისთვის დაახლოებით 4,5 მლრდ გირვანქა სტერლინგი იქნება. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული დეპორტირებული მიგრანტი დიდ ბრიტანეთს 150,000 გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.