ლუვრის ხელმძღვანელობა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ სარდაფში, სპეციალურ ოთახი გადატანას აპირებს. ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუვრის დირექტორმა ლოურენს დე კარმა ეს ინიციატივა მუზეუმის დამთვალიერებლების უკმაყოფილების შესამცირებლად წამოაყენა.

თებერვალში სერვისმა CouponBirds მუზეუმების საიტებზე დამთვალიერებლების 18 ათასი შეფასება შეისწავლა და „მონა ლიზას“ „მსოფლიოში ყველაზე იმედგამაცრუებელი შედევრი“ უწოდა.

ყოველწლიურად ლუვრს დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი სტუმრობს.