დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების ორგანომ (CMA) Boeing Co.-ს მიერ აშშ-ის თვითმფრინავების კომპონენტების მიმწოდებელი Spirit AeroSystems Holdings-ის შეძენის გარიგების შესწავლა დაიწყო.

მარეგულირებელი ორგანო აპირებს შეისწავლოს, „გამოიწვევს თუ არა გარიგება კონკურენციის მნიშვნელოვან შემცირებას დიდი ბრიტანეთის საქონლისა და მომსახურების რომელიმე ან რამდენიმე ბაზარზე“, - ნათქვამია მის განცხადებაში.

განხილვის პირველი ეტაპი 28 აგვისტომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც CMA-მ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა სიღრმისეული გამოძიება.

ვრცლად interfax–ზე