დუბაიში Duty Free მაღაზიებმა აპრილში 7.84 მილიონი დოლარის ღირებულების „დუბაის შოკოლადი“ გაყიდა.
„დუბაის შოკოლადმა შთამბეჭდავი წარმატების ისტორია გაგრძელდა, აპრილში გაყიდვებმა 7.84 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც დღეში 274,000 დოლარს ნიშნავს“, – ნათქვამია ქსელის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ბოლო თვის განმავლობაში Duty Free-ში ყველა პროდუქტის გაყიდვებმა 195.4 მილიონი დოლარი შეადგინა.
Duty Free -ში ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქეებმა იშოპინგეს და აპრილში 19,76 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზე კი რუსეთის მოქალაქეები არიან. მათმა ხარჯმა 14.97 მილიონი დოლარი შეადგინა.
შემდეგ მოდიან საუდის არაბეთიდან (14.03 მილიონი დოლარი), ჩინეთიდან (10.75 მილიონი დოლარი) და დიდი ბრიტანეთიდან (9.92 მილიონი დოლარი) ჩამოსული მგზავრები.
მყიდველებს შორის ყველაზე პოპულარული ნივთები იყო სუნამოები, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ოქრო და საკონდიტრო ნაწარმი.