კანადაში, მონრეალთან ახლოს Airbus-ის თვითმფრინავების მწარმოებელ ქარხანაში ექვსი ენოტი შევიდა და თვითმფრინავების წარმოება შეაჩერა. ამის შესახებ Paddle Your Own Kanoo (PYOK) იტყობინება.
ენოტები Airbus A220-ის ასაწყობ ხაზზე შენიშნეს, სადაც თვითმფრინავის ძირითადი კომპონენტები იკრიბება. უცნობია, რამდენ ხანს იმყოფებოდნენ ცხოველები ქარხანაში. მათი ყოფნა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მუშებმა ერთ-ერთი თვითმფრინავზე ენოტი შენიშნეს.
წარმოება შეჩერდა, მთელი შენობა და ყველა თვითმფრინავი გაიჩხრიკა. აღმოჩნდა, რომ ენოტებმა ერთ-ერთ თვითმფრინავში რამდენიმე მავთულის შეჭმა მოახერხეს. აღჭურვილობის შემოწმების შემდეგ, ინჟინრებმა სერიოზული დაზიანება ვერ აღმოაჩინეს.
Airbus-მა დაადასტურა, რომ ქარხანაში ენოტები დაიჭირეს, მაგრამ დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა. კომპანია ირწმუნება, რომ თვითმფრინავების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროტოკოლები შეიმუშავა.
A220 ხაზი თვეში დაახლოებით ექვსიდან რვა ახალ რეაქტორს აწარმოებს. „როიტერის“ ცნობით, ენოტის ინციდენტი თვითმფრინავების მიწოდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეაფერხებს.