გერმანიაში ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის (EURO 2024) დაწყებამდე თითქმის 50 დღე რჩება.

შეჯიბრი, რომელიც ბერლინში, კელნში, მიუნხენში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, დორტმუნდში, ლაიფციგში, გელზენკირხენში, შტუტგარტსა და დიუსელდორფში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, სტარტს გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით  მიუნხენის ალიანს არენაზე აიღებს.

ოცდაოთხი გუნდი 4 გუნდისგან შემდგარ ექვს ჯგუფში იასპარეზებს. თითოეულ ჯგუფში საუკეთესო ორი გუნდი და მესამე ადგილზე გასული საუკეთესო ოთხი გუნდი მერვედფინალში გავა.

ჯგუფური მატჩები 26 ივნისს დასრულდება, მეთექვსმეტედფინალის ეტაპი კი 29 ივნისს დაიწყება. მეოთხედფინალი 5-6 ივლისს გაიმართება, ნახევარფინალი კი 9-10 ივლისს. ჩემპიონი 14 ივლისს ფინალურ მატჩში ბერლინში, ოლიმპია სტადიონზე გამოვლინდება. 

საქართველო F ჯგუფში იასპარეზებს და პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში გერმანიასთან გამართავს.

22 ივნისს საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 1960 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, არის უმაღლესი დონის ასოციაციის საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) მიერ.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ჩემპიონი იყო იტალია მას შემდეგ, რაც ინგლისს პენალტების სერიაში 3-2 მოუგო. ძირითად და დამატებით დროში შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

იტალიელებისთვის ეს ტურნირზე მეორე ჩემპიონობა იყო, 53 წლის შემდეგ.

ჯგუფები:

A ჯგუფი გერმანია, შოტლანდია, უნგრეთი, შვეიცარია

B ჯგუფი ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ალბანეთი

C ჯგუფი სლოვენია, დანია, სერბეთი, ინგლისი

D ჯგუფი პოლონეთი, ჰოლანდია, ავსტრია, საფრანგეთი

E ჯგუფი ბელგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, უკრაინა

F ჯგუფი თურქეთი, საქართველო, პორტუგალია, ჩეხეთი