ევროზონაში სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდამ ოქტომბერში 2015 წლის ივნისის შემდეგ კვლავ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.

ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, გასულ თვეში გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობა წლიურად 0,6%-ით გაიზარდა.

სექტემბერში ზრდამ 0,8% შეადგინა. Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ტემპი საშუალოდ  0,7%-მდე შენელდებოდა.

იმავდროულად, ევროზონის ბანკების მიერ არასაფინანსო კომპანიებზე გაცემული სესხების მოცულობა გასულ თვეში 0,3%-ით დაეცა. ასეთი ნეგატიური დინამიკა 2015 წლის ივლისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 0,2%-ით გაიზარდა.

ECB ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ევროზონაში სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია.

ევროზონაში ფულის მასის (M3 აგრეგატი) ძირითადი მაჩვენებელი ოქტომბერში წლიური თვალსაზრისით 1%-ით შემცირდა 16 ტრილიონ ევრომდე. ექსპერტები 0,9%-ით კლებას ელოდნენ. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1.2%-ით შემცირდა, კლება ზედიზედ ოთხი თვეა ფიქსირდება.