გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 2025/26 წლების (ივლისი - ივნისი) მსოფლიო მარცვლეულის მოსავლის პროგნოზი რეკორდულ 2 მილიარდ 961 მილიონ ტონამდე გაზარდა. ეს ივლისში პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 35,6 მილიონი ტონით მეტია და გასული სეზონის მოსავალზე 3,5%-ით მეტი, - ნათქვამია FAO-ს მიმოხილვაში.
პროგნოზის ზრდა დაკავშირებულია საკვები მარცვლეულის მოსავლის გაუმჯობესებულ პერსპექტივებთან.