ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს შესთავაზოს, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90%-ის გამოყენება მოხდეს  ევროპის ფონდის მეშვეობით უკრაინისთვის იარაღის შესაძენად. დარჩენილი 10% კი, მისი თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტში უნდა გაიგზავნოს, რათა გამოყენებული იქნას უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალის გასაძლიერებლად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ბორელმა განაცხადა, რომ ამ წინადადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ოთხშაბათს, 20 მარტს, ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ წარუდგენს.

ამასთან, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინადადება გულისხმობს ევროპაში შენახული რუსული აქტივებიდან მიღებულ მოგებას და არა თავად აქტივების გამოყენებას. მისი თქმით, ამან შეიძლება ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიარდი ევრო მოიტანოს.

„კონკრეტული წინადადება ხვალ იქნება წარმოდგენილი. ამას უნდა დაეთანხმონ წევრი ქვეყნები“, - განაცხადა ბორელმა.