რუსულმა მონოპოლიურმა კომპანია „გაზპრომმა“ გაზის ორ ათეულზე მეტი  ჭაბურღილი დახურა. მიზეზი რუსეთის ორენბურგის ოლქში მომხდარი წყალდიდობა გახდა.

გამოცემა enkorr წერს, რომ რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა გადაწყვიტა ორენბურგის რეგიონში 20-ზე მეტი გაზის ჭაბურღილი დაკეტოს, რათა ჭაბურღილები არ დაიტბოროს.

„კომპანიის მონაცემებით, ორენბურგის ნავთობისა და გაზის კონდენსატის საბადო წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს და 300 ათას ტონა ნავთობსა და გაზის კონდენსატს აწარმოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.