ინდოეთში მდინარე მაჰანდიში გემი ჩაიძირა. დაღუპულია, სულ მცირე, 7 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს

გემი, რომელზეც 50 მგზავრი იმყოფებოდა ხარსიის რაიონიდან ჩატისგარში მიემგზავრებოდა. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

ინდოეთის პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.