ისლანდიის ყოფილი პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი, თინგველირის ეროვნულ პარკში გიდის პოზიციაზე დასაქმდა. ამის შესახებ Iceland Mirror-ი წერს. 

იოჰანესონის საპრეზიდენტო ვადა, რომელიც ისლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა,  2024 წელს დასრულდა. იმავე წლის ზაფხულში, მან მოინახულა თინგველირი და მიიღო წინადადება, რომ იქ ემუშავა.

2025 წელს ზაფხულის სეზონისთვის იოჰანესონი გიდად მუშაობას დათანხმდა. სამუშაოს დაწყებამდე მან გაიარა პირველადი დახმარების კურსი. ახლა 56 წლის ყოფილი პრეზიდენტი ატარებს ექსკურსიებს და პასუხობს ვიზიტორთა კითხვებს.

„ვიზიტორთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს ვინ ვარ და ეს მშვენიერია“, - თქვა გუდნი იოჰანესონმა.