ევროკომისარი საბიუჯეტო საკითხებში, იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს.

მოლდოვის დედაქალაქში ვიზიტის დროს კითხვაზე, როდის შეიძლება მოლდოვამ მოლაპარაკებები დაიწყოს, იოჰანეს ჰანმა უპასუხა, რომ არ სურს საკითხზე სპეკულირება, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

„გარკვეული სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელია, მაგრამ მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროულად გაკეთდება და ჩვენ მალე შევძლებთ რეალური მოლაპარაკებების დაწყებას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კიშინიოვში.

შეგახსენებთ, მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიანიჭეს და ქვეყანა ცდილობს, ბლოკში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყოს. ამასთან, ქვეყანა მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროკავშირში გაწევრიანებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.