,,რუსეთის ენერგეტიკული ბაზრებიდან განდევნის მცდელობა გრძელდება, მაგრამ მოსკოვი ეძებს გზებს ამ უკანონო ქმედებების დასაძლევად“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ევროპის მხრიდან უფრო ძვირიან ბაზრებზე გადასვლა პირველ რიგში მომგებიანია შეერთებული შტატებისა და რიგი სხვა ქვეყნებისთვის, ევროპის სამრეწველო სექტორებისთვის კი ეს ნიშნავს უფრო ძვირ გაზს.

კერძოდ, პესკოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე იმის შესახებ, რომ ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსული LNG-ის გადატანა გემიდან გემზე შემდგომი ტრანსპორტირებისთვის.

„ასეთი საბოლოო მსჯელობა აქ ძნელად მიზანშეწონილია, ჩვენ უნდა ვნახოთ, რა ფორმულირებები იქნება საბოლოოდ შემუშავებული, როგორი იქნება შემდეგი შეზღუდვები“, - განაცხადა პესკოვმა.