აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება შემცირდა, რამაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ დეპუტატმა ვუგარ ბაირამოვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში ნავთობის მოპოვება 6,7%-ით შემცირდა.

„ნავთობი და გაზი აზერბაიჯანის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს შეადგენს. იმპორტის შემცირება განპირობებულია სეზონური ფაქტორებით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ახალი წესების შემოღებით“.

მან აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის და ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის შემცირებამ, გავლენა მოახდინა მთლიან (არა ნავთობის) ექსპორტზე.