ნოემბერში ევროზონაში სამომხმარებლო ფასები 2,4%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპია. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ინფლაციამ ევროზონაში წლიურად 2,9% შეადგინა.

მიუხედავად მნიშვნელოვანი შემცირებისა, სამომხმარებლო ფასების ზრდა რეგიონში კვლავ რჩება ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი.

ფასების ზრდა საკვებისა და ენერგიის ღირებულების გამოკლებით (CPI Core index) ნოემბერში 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე, 3.6%-მდე შენელდა. ინდიკატორი დაემთხვა წინასწარ მონაცემებს და ბაზრის პროგნოზებს.

ნოემბერში ელექტროენერგიის ფასი 11,5%-ით შემცირდა (ოქტომბერში -11,2%). სურსათი, ალკოჰოლი და თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა 6,9%-ით (+7,4% ერთი თვით ადრე), მომსახურების ღირებულება გაიზარდა 4%-ით (+4,6% ოქტომბერში).

ნოემბერში ევროზონაში სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0,6%-ით შემცირდა (+0,1% ოქტომბერში).