პარიზში შენობებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო. ეს აუცილებელია მოქალაქეების ანომალიური სიცხისგან დასაცავად, რომელმაც მომდევნო წლებში შეიძლება 50 გრადუსს მიაღწიოს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ქალაქი გეგმავს მწვანე და ჩრდილიანი ადგილების რაოდენობის გაზრდას. სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ექნებათ ტილოები, ხოლო ათობით შენობის სახურავი ღია ფერებში შეიღებება, რათა ნაკლებად გაცხელდეს. ასევე, ყოველწლიურად 5 ათასი სოციალური ბინა მოდერნიზდება - დამონტაჟდება ახალი ფანჯრები, ჟალუზები და მზისგან დამცავი კონსტრუქციები. ზოგიერთი სასმელი შადრევანი წყლის სარწყავი სისტემებით იქნება აღჭურვილი ჰაერის გასაგრილებლად.