პოლონეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (GUS) ცნობით, თებერვლის ბოლოს ქვეყანაში დაახლოებით 1 057 400 უცხოელი მუშა იყო დასაქმებული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5,3 პროცენტით აღემატება.

GUS-ის ინფორმაციით, ეს რიცხვი 1,2 პროცენტით მეტია წინა თვესთან შედარებით და ქვეყნის მთლიანი სამუშაო ძალის 6,4 პროცენტს შეადგენს.

უცხოელი მუშები პოლონეთში მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან არიან ჩასულები, მათი უმეტესი ნაწილი კი (67 პროცენტი) უკრაინიდანაა.

უცხოელი მუშახელის 11 პროცენტს ბელარუსები შეადგენენ, შემდეგ მოდიან ქართველები (2,3 პროცენტი) და ინდოელები 2 (პროცენტი).

მთლიანი სამუშაო ძალის 1,5 პროცენტი კოლუმბიელია, 1,4 პროცენტი კი - ფილიპინელი.