ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ზედიზედ მეორე პარასკევია სავაჭრო სესია ინდური კომპანიების აქციების გაუფასურებით სრულდება: საბაზრო ღირებულება დაახლოებით $83 მილიარდით შემცირდა.

ორი ქვეყანა ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს მიმდინარე კვირის ოთხშაბათიდან ახორციელებენ, მას შემდეგ, რაც ინდოეთმა, ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, პაკისტანი დაბომბა. პაკისტანმა დრონებით საპასუხო თავდასხმა შაბათს დილით ოფიციალურად დაიწყო.

ინდოეთის Nifty 50-მა პარასკევს 1.1%-ით იკლო, თუმცა ვაჭრობა 24,000 ქულაზე მაღლა დახურა, ხოლო BSE Sensex-მა ასევე 1.1%-ით იკლო და ვაჭრობა დაასრულა 80,000-იან ნიშნულზე დაბლა, რომელიც წინა დღეს შეინარჩუნა.

ბაზარმა ყველაზე დაბალ ნიშნულზე შეიძლება $108 მილიარდი დაკარგოს.

ინდექსებმა ხუთშაბათს დაახლოებით 0.5%-ით დაიკლეს და ამ კვირაში მთლიანობაში დაახლოებით 1.3%-ით შემცირდნენ, რითაც შეწყდა სამკვირიანი აღმავალი სვლა — ყველაზე ხანგრძლივი ამ წელს.

bm.ge