Ranking Royals-მა მსოფლიოს 11 ქვეყანა დაასახელა, რომელთაც 2023 წელს ყველაზე დიდი ოქროს რეზერვები ჰქონდათ. ამ თერთმეტეულში მოხვდა რუსეთი 2333 ტონა ოქროთი მსოფლიოში მეხუთე ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს მარაგები აქვს, თურქეთი 479 ტონით მე-11.

შედეგები ეფუძნება Central Bank-ის, The Federal Reserve Bank of St. Louis-ის, The International Monetary Fund-ის, The Word Bank-ის და The World Gold Council-ის მონაცემებს.

Ranking Royals-ის კვლევის მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს რეზერვები აშშ-ს ჰქონდა, მეორე ადგილზე გერმანიაა და სამეულს იტალია ხურავს.

ყველაზე მეტი ოქროს მარაგის მქონე დანარჩენი ქვეყნები არიან: საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, შვეიცარია, იაპონია, ინდოეთი, ნიდერლანდები და თურქეთი.

2023 წელს თითოეული ქვეყანა შემდეგი მოცულობის ოქროს ფლობდა:

აშშ - 8133 ათასი ტონა ოქრო;

გერმანია - 3353 ათასი ტონა ოქრო;

იტალია - 2452 ათასი ტონა ოქრო;

საფრანგეთი - 2437 ათასი ტონა ოქრო;

რუსეთი - 2333 ათასი ტონა ოქრო;

ჩინეთი - 2192 ათასი ტონა ოქრო;

შვეიცარია - 1040 ათასი ტონა ოქრო;

იაპონია - 847 ტონა ოქრო;

ინდოეთი - 801 ტონა ოქრო;

ნიდერლანდები - 612 ტონა ოქრო;

თურქეთი - 479 ტონა ოქრო.

ქვეყნები ოქროს მარაგს მრავალი მიზეზის გამო ინარჩუნებენ. ოქრო არის ღირებულების სტაბილური და საიმედო საწყობი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისადმი ნდობას ზრდის, განსაკუთრებით ფინანსური გაურკვევლობის დროს.

მსოფლიოს ოქროს უმეტესი ნაწილი ცენტრალური ბანკის საცავებში, კერძო დეპოზიტარებში და საიუველირო ობიექტებში ინახება.