რუსეთმა და აფხაზეთმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი რატიფიცირებული უნდა იყოს 2024 წლის ბოლომდე, ძალაში შესვლა კი 2025 წელს არის მოსალოდნელი. ინფორმაციას RB.RU იუწყება.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი დაბეგვრა არ იქნება. ამის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებმა, იტყობინება რუსეთის ფინანსთა სამინისტრო.

დოკუმენტი ადგენს როიალტისა და დივიდენდის შემოსავალზე ერთიანი გადასახადის განაკვეთებს 10%-ს. ამასთან, საპროცენტო შემოსავლის გადასახადის განაკვეთი იქნება 0%-იანი.

შეთანხმების მიხედვით ასევე უქმდება დეველოპერებისთვის საშემოსავლო გადასახადი 18 თვით. ამ პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადახდა მხოლოდ იმ ქვეყანაში იქნება საჭირო, სადაც დეველოპერი რეზიდენტია.

ხელშეკრულების რატიფიცირება სავარაუდოდ 2024 წლის ბოლოს მოხდება. ამ შემთხვევაში იგი ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა.