ევროპაში კლიმატური პირობებით გამოწვეული გვალვის პერიოდის გაგრძელების გამო, სოფლის მეურნეობას და ჰიდროენერგიას შესაძლოა გაუჭირდეთ თავის გატანა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ევროპის 40 პროცენტზე მეტი ამჟამად გვალვის რაიმე ფორმას განიცდის.

ევროპის გვალვის ობსერვატორიის (EDO) 11-20 მაისის ანგარიშის თანახმად, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბალკანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი „გაფრთხილების“ უმაღლესი დონის ქვეშაა. თუმცა, გვალვის „გაფრთხილება“ ასევე მოქმედებს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის დიდ ნაწილში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რეკორდულად ცხელი და მშრალი გაზაფხულის შემდეგ.

ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურმა „კოპერნიკმა“ (C3S) ადრე განაცხადა, რომ მარტი ევროპაში რეკორდულად თბილი და ზოგიერთ ქვეყანაში ყველაზე მშრალი იყო.

ვრცლად euronews–ზე