Samsung-მა განაცხადა, რომ წაშლის არააქტიურ ანგარიშებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში არ გამოუყენებიათ. ამის შესახებ The Verge წერს.
2025 წლის 4 ივნისს კომპანიამ მომხმარებლებს გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ანგარიში წაიშლება, მისი და მასთან დაკავშირებული ყველა მონაცემის აღდგენა შეუძლებელი იქნება. ცნობილია, რომ ძველი ანგარიშები წაიშლება 2025 წლის 31 ივლისიდან.
გამონაკლისს წარმოადგენს „ოჯახის“ ანგარიშები, ანგარიშები „დაგროვებული ბონუსებით“ და ანგარიშები, რომლებიც გამოიყენება Samsung-ის ვებსაიტზე შესყიდვების განსახორციელებლად.
Samsung აცხადებს, რომ ანგარიშის აქტიურობის შესანარჩუნებლად, სისტემაში უნდა შესვლა მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ არის აუცილებელი.