შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა (Riksbank) რვა წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პირველად შეამცირა.

გადაწყვეტილების მოტივი მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ სუსტი ეკონომიკის არსებობა გახდა.

ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროცენტო განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით 3,75 პროცენტამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის შემდეგ პირველად შეამცირა.

განცხადებაში ნათქვამია რომ, „როდესაც ეკონომიკური აქტივობა სუსტია და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს უახლოვდება, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდეს“. 

წლიურმა ინფლაციამ შვედეთში გასულ წელს 10%-ს გადააჭარბა, რაც ენერგეტიკის და სურსათის ფასების ზრდითაა გამოწვეული.

ბოლო თვეებში შვეიცარიის, ჩეხეთისა და უნგრეთის ცენტრალურმა ბანკებმაც შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები.