სლოვაკური კომპანია Klein Vision მფრინავი ავტომობილის AirCar 2 სერიული წარმოების დასაწყებად ემზადება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მოდელს ჰაერში საათში 250 კილომეტრამდე და გზაზე საათში 200 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარება შეუძლია. მანქანიდან თვითმფრინავად გადაქცევას ორ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.
მოდელის სიგრძე 5.8 მეტრია, რაც მისი სტანდარტულ სივრცეებში პარკირების საშუალებას იძლევა. ასაფრენად საჭიროა აეროდრომზე მისვლა, შემდეგ ღილაკზე თითის დაჭერა - ფრთები ავტომატურად გაიხსნება. მანქანის ფრენის დიაპაზონი 1000 კილომეტრს აღწევს.