სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დატვირთული საჰაერო პორტის სტატუსს ინარჩუნებს. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ევროპული საჰაერო კავშირგაბმულობის ოპერატორის Eurocontrol-ის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 21-27 აგვისტოს თურქეთის უდიდესი საჰაერო პორტიდან დღეში საშუალოდ 1511 რეისი სრულდებოდა“, - აღნიშნავს ურალოღლუ.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსული პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით, სტამბოლის აეროპორტში ფრენების რაოდენობა 118%-ით გაიზარდა.