სტამბოლის აეროპორტმა საჰაერო მიმოსვლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 10 ივნისს აეროპორტი 1594 თვითმფრინავის აფრენას და დაშვებას მოემსახურა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabbah-ი თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

სტამბოლის აეროპორტში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დღეს, რეკორდული ტრაფიკი დაფიქსირდა. აეროპორტმა დამატებითი დაგეგმილი და ჩარტერული ფრენები მიიღო დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან, ასევე კერძო თვითმფრინავებისგან მთელი მსოფლიოდან. სტამბოლის აეროპორტი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა.

ის ყველაზე დატვირთული გახდა აეროპორტი მსოფლიოში, საშუალოდ 1156 რეისით დღეში. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა.