Tesla-ს საბაზრო ღირებულება $30 მილიარდით შემცირდა, რადგან  პირველად 4 წლის განმავლობაში კვარტალური მიწოდება დაეცა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

კვარტალური მიწოდების შემცირების შესახებ Tesla-მ 2 აპრილს განაცხადა. არსებული მონაცემები ჩამოუვარდება Wall Street-ის ანალიტიკოსების მოლოდინებს. ზოგიერთმა ექსპერტმა შედეგებს „საშინელი“ უწოდა, რადგან ფასების შემცირებამ ვერ შეძლო მოთხოვნის სტიმულირება მაღალკონკურენტულ ბაზარზე.

ილონ მასკის კომპანიის აქციები 2 აპრილს 5,2%-ით დაეცა 166,08 დოლარამდე, მთლიანობაში, წელს Tesla-ს აქციები დაახლოებით 33%-ით დაეცა.

პირველ კვარტალში Tesla-ს მიწოდება 8,5%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 386,810 მანქანა შეადგინა. ამ პერიოდში კომპანიამ 433 371 მანქანა გამოუშვა. Visible Alpha-ს მიერ გამოკითხული 18 ანალიტიკოსის საშუალო პროგნოზის მიხედვით, Tesla-სგან 454,200 ავტომობილის მიწოდების მოლოდინი იყო

ბოლოს Tesla-ს გაყიდვების კლება  2020 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა, როდესაც COVID-19 პანდემიამ აიძულა კომპანია რომ შეეჩერებინა წარმოება.