აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კომპანია აშშ-ის ფარგლებს გარეთ iPhone-ების წარმოებას არ შეწყვეტს, Apple-ს მინიმუმ 25%-იანი ტარიფები დაეკისრება.
„მე დიდი ხანია ვუთხარი Apple-ის წარმომადგენელ ტიმ კუკს, რომ მოველი, რომ მათი iPhone-ები აშშ-ში დამზადდება და აქ აეწყობა და არა ინდოეთში ან სხვაგან“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
ტრამპისა და კუკის კატარში შეხვედრის შემდეგ, Apple-მა აშშ-ში წარმოების გაზრდა დაჰპირდა. აშშ-ის პრეზიდენტმა Apple-ის აღმასრულებელ დირექტორთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საბაჟო ბარიერს ინარჩუნებს და ეს აშშ-დან საქონლის გაყიდვას ართულებს.