გლობალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სინგაპური მსოფლიოს წამყვან საზღვაო ჰაბად რჩება, ამის შესახებ ინფორმაციას Seasia Stats-ი ავრცელებს და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს.
2024 წლის წამყვანი საზღვაო ქალაქების ანგარიშის და Menon Economics-ის მიხედვით, „ლომის ქალაქი“ - სინგაპური ყველაზე მსხვილი საზღვაო ჰაბია, მას მოსდევს როტერდამი და ლონდონი.
გამოცემა წერს, რომ რეიტინგი მსოფლიოს 50 უმსხვილეს საზღვაო ქალაქს 5 მიმართულების, ობიექტური და სუბიექტური მაჩვენებლების მიხედვით, აფასებს. თითოეულ მიმართულებას რეიტინგში მინიჭებული აქვს 20%-იანი შეფასება.
ეს 5 მიმართულებაა: გადაზიდვები, საზღვაო ფინანსები და სამართალი, პორტები და ლოჯისტიკა, მიმზიდველობა და კონკურენტუნარიანობა, საზღვაო ტექნოლოგია.
ოცდაათეულში მოხვდა: 6 ჩინური ქალაქი, 4 - ქალაქი აშშ-დან, 2-2 იაპონური, ფრანგული, გერმანული და ესპანური ქალაქები.
მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საზღვაო ჰაბების ოცეული ასეთია:
- სინგაპური
- როტერდამი
- ლონდონი
- შანხაი
- ოსლო
- ნიუ იორკი
- ტოკიო
- ჰამბურგი
- კოპენჰაგები
- ბუსანი
- დუბაი
- ჰონგ კონგი
- ვანკუვერი
- პარიზი
- ჰიუსტონი
- პეკინი
- ანტვერპენი
- სიდნეი
- ლოს ანჯელესი
- ოსაკა