2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 70 960 დოლარის ღირებულების 452.45 ტონა შვრიის იმპორტი განხორციელდა. (1კგ- 40 თეთრი)

სამი თვის მანძილზე, გერმანიიდან  420 დოლარის ღირებულების 1.95 ტონა შვრია, ხოლო რუსეთიდან 66 760 დოლარის ღირებულების 450.50 ტონა შვრია შემოვიდა.

გერმანიიდან იმპორტირებული 1კგ შვრიის ღირებულებამ ($2.15) 5.75 ლარი, რუსეთიდან იმპორტირებული 1კგ შვრიის ღირებულებამ კი ($0.14) 0.37 ლარი შეადგინა.

2023 წელს შვრიის იმპორტი 2022 წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა, თუმცა წელს მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ბოლო 5 წლის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

2019

73 370 დოლარის ღირებულების 537.74 ტონა შვრია

2020

203 100 დოლარის ღირებულების 1 525.19 ტონა შვრია

2021

290 710 დოლარის ღირებულების 2 098.40 ტონა შვრია

2022

479 210 დოლარის ღირებულების 3 024.10 ტონა შვრია

2023

121 100 დოლარის ღირებულების 820.08 ტონა შვრია