Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 182 ქვეყნიდან, ბიზნესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 59 ადგილზეა, მას 100-დან 59.8 ქულა აქვს და რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, რუსეთი 115-ე ადგილზეა 54.8 ქულით, თურქეთი - 101-ზე 59.7 ქულით, აზერბაიჯანი - 63-ზე 68.3 ქულით, სომხეთი - 79-ზე.

მსოფლიოს 182 ქვეყნიდან ბიზნესის თავისუფლების კუთხით საუკეთესო მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს, მან 100-დან 95,2 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზეა დანია (89 ქულა), მესამეზე - ახალი ზელანდია (88.8 ქულა).

ათეულში არიან:

ავსტრალია - 88.3 ქულა;

კანადა - 87.9 ქულა;

ირლანდია - 87.2 ქულა;

სინგაპური - 86.9 ქულა;

ლუქსემბურგი - 85.5 ქულა;

ფინეთი - 84.9 ქულა;

ისრაელი - 84.9 ქულა.

ბიზნესის თავისუფლება არის მდგომარეობა, სადაც ადამიანებს და ბიზნესს შეუძლიათ აკეთონ ბიზნესი ზედმეტი შეზღუდვების, წესების ან მთავრობის ან სხვა გარე ძალები ასევე სამუშაო ადგილების შექმნისა და ცხოვრების დონის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

Heritage Foundation-მა 10 მთავარი ინდიკატორის მიხედვით მსოფლიოს 182 ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლების მაჩვენებელი შეაფასა. ეს ინდიკატორებია:

ბიზნესის დასაწყებად მინიმალური სასტარტო კაპიტალი; 

ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურები;

ბიზნესის დასაწყებად საჭირო დრო/დღეების რაოდენობა;

ბიზნესის დასაწყებად საჭირო გადასახადი (ერთ სულ მოსახლეზე გადახდა);

რამდენ დღეში შეიძლება გაჩნდეს მოთხოვნა;

ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის პროპორციულად;

ბიზნესის დახურვა - ხანგრძლივობა (წლები);

ბიზნესის დახურვის ღირებულება (ქონების პროცენტი);

კომპენსაცია ბიზნესის შეწყვეტიდან;

ლიცენზიის მიღების მეთოდები.

თითოეული ქვეყანა 100-ბალიანი სკალით შეფასდა.