დეველოპმენტში მთავარი თემა, რაც პრემიერთან შეხვედრისას დაინიცირდა იყო წახალისების მიზნით უცხოელი მოქალაქეებისთვის გარკვეული სტიმულების გაკეთება, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოტანის მეტი სურვილი ჰქონდეთ, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ პრემიერ მინისტრთან ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ.
მისი შეფასებით, ბიზნესს ირაკლი კობახიძესთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
„საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რომელზედაც გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან აზრები. ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც მახარებს და სასიამოვნოა. მიხარია ის, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.