ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC ) აქციების ფასი ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა 5.74%-ით, ახლა "საქართველოს ბანკის ჯგუფის" (BGEO) ერთი აქციის ღირებულება 69.95 გირვანქა სტერლინგია.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ფასი ბოლო კვირაში 3.74%-ითაა გაზრდილი. ამჟამად "თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBCG) აქცია - 45.80 გირვანქა სტერლინგი ღირს.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი ბოლო კვირაში 4.74%-ითაა მომატებული. ამჟამად "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციის ფასი 19.00 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3,43 მლრდ გირვანქა სტერლინგია, "თიბისის" - 2,52 მლრდ გირვანქა სტერლინგი, ხოლო "საქართველოს კაპიტალის" - 885.4 მლნ გირვანქა სტერლინგი.
როგორც ხედავთ, ბოლო ერთ კვირაში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ფასის ყველაზე დიდი მატება - 62.12% - "საქართველოს კაპიტალს" აქვს.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart