საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორისპირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა. ანკარიდანთბილისში პირველი რეგულარული რეისი Turkish Airlines-ის შვილობილმა დაბალბიუჯეტურმაავიაკომპანია AJet-მა სავსე ბორტით შეასრულა.
რეგულარული ფრენები საქარველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის კვირაში 4 სიხშირითშესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით თურქეთი კვლავ რჩებასაქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარპარტნიორად და სტრატეგიულ მიმართულებად.
,,საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანიათურქეთის მიმართულება. ჩვენთვის სტრატეგიულქვეყანას წარმოადგენს. მხოლოდ წელს, 8 თვეში ორქვეყანას შორის 900 ათასამდე მგზავრსმოვემსახურეთ, რაც მეზობელ ქვეყნებს შორისსაერთო მგზავრთნაკადის 45%-ს შეადგენს.
შესაბამისად, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოსსაჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად. რაცთავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადებისზრდას და ეკონომიკურ განვითარებას,-‘’განაცხადალევან მოსეშვილმა.
პირველი რეისით თბილისში, თურქეთისრესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია დაავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემსარფი ჩამოვიდნენ.
საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისისსაერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალურიდირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქოავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმისსაერთაშორისო აეროპორტების ოპერატორიკომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლებიდაესწრნენ.