წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი - TOUCH23 რუსთაველის თეატრში, 7 და 8 დეკემბერს გაიმართება.
სამიტზე წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ინვესტორებისა და სტარტაპებისთვის შემუშავებული იქნება ცალკე პროგრამა პრეზენტაციებით და პანელური დისკუსიებით. ყველა სტარტაპ დელეგატს საშუალება ექნება მენტორშიფ სესიები ჩანიშნოს სამიტზე მოწვეულ მენტორებთან.
ველი ბიზნესი, რომელიც შოპინგის ყველაზე მარტივ, კომფორტულ გამოცდილებას და სტარტაპებს განსაკუთრებულ მოქნილობასა და ბიუჯეტურ გადაწყვეტებს სთავაზობს - წელს TOUCH23-ის პარტნიორია.
VELI.store საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას თითქმის 1 წელია უკვე ბიზნეს სეგმენტსაც სთავაზობს, რაც შესყიდვების პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას, კორპორატიულ ფასდაკლებებს, ინდივიდუალურ, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს მოიაზრებს.
“ველი ბიზნესი სტარტაპების ხელშეწყობასა და მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენ მუდმივად ვცდილობ, მათ კიდევ უფრო კომფორტული და მოქნილი გადაწყვეტები შევთავაზოთ.” - ბექა ტაბატაძე, ველი ბიზნესის ხელმძღვანელი
რაც წლევანდელ სამიტს, წინა წლების გამოცდილებისგან განასხვავებს STARTUP CHALLENGE–ია, რომელიც სტარტაპებს საკუთარი პროდუქტების წარმოდგენის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.
“წელს განსაკუთრებული პროგრამა შევიმუშავეთ სტარტაპ ეკოსისტემის მხარდასაჭერად. ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ წელს გვაქვს შესაძლებლობა, ორ ჰოლანდიური VC ფონდთან პარტნიორობით გამოვაცხადოთ Startup Challenge, რომლის სტარტაპებს 1 მილიონ ევრომდე საინვესტიციო პირობით დაფინანსების მოპოვების საშუალებას აძლევს. სამიტის კეთება არანორმალურ შრომასთან არის დაკავშირებული, ამისთვის საჭირო ენერგიების გენერირების მთავარი საწვავი კი ჩვენთვის ადამიანებში განვითარების ახალი მუხტის შთაგონებაა. გვიხარია, რომ წელს ველი ბიზნესიც შემოგვიერთდა ამ ენერგიების გაზიარებაში, რადგან ვფიქრობთ ჩვენ მსგავსი მიზანი გვაქვს - ხელი შევუწყოთ დიდი იდეით დამუხტული ადამიანების სწორ განვითარებას.” - ნათია გოგია, Touch-ის აღმასრულებელი დირექტორი
გაიგე მეტი ველი ბიზნესზე.