2024 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 64%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს სამ თვეში მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 322 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 420.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და ინტერნეტბანკზე დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის მარტში) ასე გამოიყურება:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1 064 განაცხადი;
  • სამომხმარებლო სესხი - 618 განაცხადი;
  • ინტერნეტბანკი – 87 განაცხადი;
  • საკრედიტო ბარათი - 83 განაცხადი;
  • იპოთეკური სესხი - 62 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 945 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 596 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება 378 საჩივრით და ა.შ.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში 2 322 საჩივრიდან ბანკებმა 1 040 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 392 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 882 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 8-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

bpn.ge