ბოლო ხუთ წელში ხორბლისა და მელსინის იმპორტი განახევრდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

2019 წელს ქვეყანაში 108 977 690 დოლარის ღირებულების 513 725 830 კგ ხორბალი და მელსინი შემოვიდა. 2023 წელს კი 57 673 530 დოლარის ღირებულების 222 061 200კგ. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, აღნიშნული პროდუქციის იმპორტი 291 644 630 კგ-ით შემცირდა.

ხორბლისა და მელსინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა წლების მიხევით:

2019

108 977 690 დოლარის ღირებულების 513 725 830 კგ

2020

107 829 960 დოლარის ღირებულების 490 663 410 კგ

2021

93 448 330 დოლარის ღირებულების 366 909 400 კგ

2022

64 905 950 დოლარის ღირებულების 184 040 330 კგ

2023

57 673 530 დოლარის ღირებულების 222 061 200 კგ