მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, $156 709-ის (54 480 920 ლიტრი) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის 75% რუსეთში გაიყიდა. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციაში ექსპორტზე 41 მლნ ლიტრამდე ღვინო გავიდა, რომლის ღირებულება $111 122-ია.

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ქვეყნების პირველ 5-ეულში 4 მათგანი პოსტსაბჭოთა სივრციდანაა პირველ 5-ეულში 4 ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდანაა. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ბელარუსი.

2024 წლის ბოლო 6 თვეში ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეული ასეთი იყო:

ქვეყანა / გაყიდულო ღვინო აშშ დოლარში / ლიტრი

რუსეთი - $11 122 – 40 826 007 ლიტრი;

პოლონეთი - $7 854 - 3 189 963 ლიტრი;

უკრაინა  - $6 128 - 2 221 679 ლიტრი; 

ყაზახეთი - $5 300 - 1 606 151 ლიტრი;

ბელარუსი  - $3 990 - 1 445 567 ლიტრი;

აშშ - $3 895 - 653 825 ლიტრი; 

ჩინეთი - $3 865 - 1 120 121 ლიტრი;

გერმანია - $2 982 - 674 340 ლიტრი;

ლატვია - $2 110 - 541 954 ლიტრი;

ლიეტუვა - $1 118 - 290 495 ლიტრი.