საქართველოში ყურძნის იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 4 947.9 ათასი დოლარის ღირებულების 3 664.9 ტონა ყურძენი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1 772.0 ტონა იყო. ზრდა 107%-მდეა.

საქართველოში ყურძნის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყურძენს ყიდულობს:

უზბეკეთი - 2 015.7 ტონა;

სომხეთი - 951.1 ტონა;

ირანი - 347.5 ტონა;

თურქეთი - 209.1 ტონა;

ნიდერლანდები - 124.1 ტონა;

საგულისხმოა, რომ საქართველოში ყურძნის იმპორტი ყოველწლიურად მზარდია.

businessinsider.ge