ეკონომიკისადმი ნდობა გადამწყვეტია როგორც ამჟამინდელი ეკონომიკური სიძლიერის განსასაზღვრად, ასევე იმის გასაგებად, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ მომხმარებლები მომავალში.

Visual Capitalist-ის რეიტინგი Ipsos-ის მიერ 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა.

გამოკითხულთა 50% დარწმუნებულია, რომ 2024 წელს გლობალური ეკონომიკა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იყო 2023 წელს.

გრაფიკული მონაცემები გვიჩვენებს იმ რესპონდენტთა პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც დაეთანხმნენ შემდეგ განცხადებას: „გლობალური ეკონომიკა 2024 წელს უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე 2023 წელს იყო“. მონაცემთა ცხრილში, ასევე ნაჩვენებია იმავე კითხვის ერთი წლის წინანდელი შედეგები.

რეიტინგის სათავეში ინდოეთი, ინდონეზია და ჩინეთი არიან. ამ ქვეყნებში ყველაზე მეტად აქვთ გლობალური ეკონომიკისადმი ნდობა. გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ გლობალური ეკონომიკა 2024 წელს უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე 2023 წელს.

რეიტინგში აშკარაა რეგიონული უთანასწორობა. ათეულში 8 აზიის ქვეყანაა.

ევროპაში გამოკითხულები ყველაზე ნაკლებად არიან დარწმუნებული გლობალურ ეკონომიკის შესაძლებლობებში. მხოლოდ პოლონეთის შემთხვევაში მიაჩნიათ 56%-ს, რომ 2024 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე წინა იყო. გერმანიასთან ეს მაჩვენებელი 40%-ია, საფრანგეთში 33%.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გლობალური ეკონომიკა 2024 წელს უკეთესი იქნება, ასეთია:

  • ინდოეთი 85%;
  • ინდონეზია 82%;
  • ჩინეთი 82%;
  • ფილიპინები 74%;
  • ტაილანდი 68%;
  • მალაიზია 62%;
  • მექსიკა 62%;
  • ბრაზილია 60%;
  • სინგაპური 59%;
  • პოლონეთი 56%;
  • ახალი ზელანდია 56%;
  • კოლუმბია 54%;
  • ჩილე 51%;
  • პერუ 51%;
  • არგენტინა 51%;
  • სამხრეთ აფრიკა 49%;
  • ავსტრალია 48%;
  • უნგრეთი 46%;
  • რუმინეთი 45%;
  • შეერთებული შტატები 45%;
  • ესპანეთი 44%;
  • ნიდერლანდები 44%;
  • თურქეთი 43%;
  • დიდი ბრიტანეთი 43%;
  • შვეიცარია 43%;
  • იტალია 40%;
  • გერმანია 40%;
  • კანადა 39%;
  • შვედეთი 34% ;
  • საფრანგეთი 33%;
  • სამხრეთ კორეა 33%;
  • პორტუგალია 33%;
  • იაპონია 30%.