პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე პრეზიდენტი, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროპის საინვესტიციო ბანკი გლობალის დირექტორი ლიონელ რაპაი, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩეი ჩურა და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატება როგორც საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ისე კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოში საქმიანობიდან დაწყებიდან დღემდე ბანკის ინვესტიციამ საქართველოში 2 მლრდ ევროს გადააჭარბა, რაც შეეხება საჯარო პროექტების მხარდაჭერას, ბანკის კონტრიბუციამ 1,6 მლრდ ევრო შეადგინა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთ სულ მოსახლეზე დაფინანსების კუთხით. ყურადღება გამახვილდა ისეთი სექტორების დაფინანსებაზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ტელეკომუნიკაციები და სხვ.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და რეგიონში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ არა მხოლოდ შეძლო მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში მას უფრო მაღალი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში ევროპის საინვესტიციო ბანკის შესაძლო მონაწილეობასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ პროექტის შესახებ სათანადო კვლევების დასრულების შემდეგ, ბანკი გეგმავს, განიხილოს პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, განხილულ იქნა საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში ევროპის საინვესტიციო ბანკის მეტად ჩართულობის საკითხი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ თანამშრომლობას როგორც ქვეყნის საჯარო ინფრასტრუქტურის, არამედ ადგილობრივი კერძო სექტორის ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით.