თბილისში მშრალი პორტი აშენდება, რომლის პირველი ფაზის დასრულება შემოდგომაზე იგეგმება, - ამის შესახებ EastFruit წერს. ამ საკითხზე მემორანდუმი ერთი თვის წინ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაფორმდა.

პროექტს განახორციელებს კორპორაცია ADP Group ქართულ პარტნიორთან, შპს Tbilisi Dry Port ერთად. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული პორტისა და ლოგისტიკური საშუალებების განვითარებას, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

კერძოდ, პროექტი მოიცავს საკონტეინერო მოედნებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობაა დაახლოებით 200 000 TEU იქნება. აქვე მოეწყობა ასევე საბაჟო საწყობები (A და B კლასის საწყობები საერთო ფართობით 12300 მ2). პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზაციას და გაზრდის ინტერესს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში ინვესტიციების მიმართ.