ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 492 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი) 2 314 600 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37 პროცენტით მეტი). ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ნებართვების 74.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2024 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 805.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.2 პროცენტით მეტი) 841 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 39 პროცენტი მოდის თბილისზე, 14.6 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.